пятница, 19 апреля 2019 г.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



სარჩევი


შესავალი
თავი I.  კვლევის  მიზნები  და ამოცანები
1.1   მოკლე ინფორმაცია ბიოლოგიის სწავლებასთან და კავშირებით
1.2   პრობლემის იდენტიფიცირება და საკვლევი საკითხის განსაზღვრა
1.3   პრობლემის  გამომწვევი  მიზეზების  განხილვა
      1.4   კვლევის  მიზანი
თავი  II.
პრაქტიკული  კვლევის არსი
თავი  III  კვლევის დაგეგმვა
3.1  კვლევის  სამიზნე ჯგუფი
3.2  კვლევის  მეთოდები
3.4  კვლევის  ვადები
თავი IV
შედეგები
4.1 ინტერვენციების  დაგეგმვა და ინტერვენციის ანალიზი
4.2  ცვლილებები, მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკოვანებები
თავი V
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა
დანართები

















                                                                შესავალი

            თანამედროვე ეპოქაში  საბუნებისმეტყველო საგნების  შესწავლაზე  მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, სწორედ ეს საგნები უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს სააზროვნო უნარის განვითარებაში ,ლოგიკური აზროვნების ფორმირებაში , თუმცა  ეპოქისეულ მოთხოვნებს ხშირად არ ემთხვევა მოსწავლეთა მოტივაცია შესასწავლ საგანთან მიმართებაში, სწორედ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია გახდა მიზეზი  მეწარმოებინა პრაქტიკის კვლევა, კერძოდ, მე-8 კლასში ვიწყებთ  ანატომიის შეწავლას . საგანი რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ, აქ ვგულისხმობ  სწავლებას თანამედროვე მიდგომებით. ანატომიის სწავლისა და სწავლების პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს დაგროვილი  ცოდნა გამოიყენოს  ახლის  შესაძენად ,პრობლემის ამოსაცნობად და გადასაჭრელად. გარკვეულწილად ფლობდეს სამეცნიერო უნარ-ჩვევებს.
            აქედან გამომდინერე დავიწყე კვლევეა: რა განაპირობებს სწავლისა და დასწავლის  დაბალ მოტივაციას   მე-8 კლასში  ანატომიის შესწავლისას.
               ჩემი კვლევა შედგება  ხუთი თავისაგან.  პირველ თავში   მოცემულია  კვლევის მიზნები და ამოცანები. მე-2 თავში  ჩამოყალიბებულია  პრაქტიკული კვლევის არსი. მე-3 თავში წარმოდგენილია კვლევის დაგეგმვა. მე-4 თავი წარმოადგენს შედეგებს და მის ანალიზს და ბოლოს მე-5 თავი  არის ერთგვარი რეზიუმე ჩატარებული კვლევისა.  კვლევას თან ერთვის  გამოყენებული ლიტერატურა  და  დანართები.






თავი I.  კვლევის  მიზნები  და ამოცანები

1.1      მოკლე ინფორმაცია ბიოლოგიის სწავლებასთან და კავშირებით

          ბიოლოგია  ცოცხალი ბუნების, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებაა. ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმთა აგებულებას, ფუნქციებს, ზრდას, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. ბიოლოგია შეისწავლის სიცოცხლეს ყველა დონეზე, დაწყებული მოლეკულური და უჯრედული დონიდან, დამთავრებული პოპულაციებით. ბიოლოგიის კვლევის უმთავრესი ხერხებია დაკვირვება (აღწერა), შედარება და ექსპერიმენტი. როგორც კლასიკური საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ბიოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქიმიას, ფიზიკასა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან; მათემატიკა და სტატისტიკა, აგრეთვე კომპიუტერული მეცნიერებები ასევე წარმოადგენს ბიოლოგიის ხელშემწყობ მეცნიერებებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში აუცილებელი საგნების სახით გვხვდება.  ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა, ან ბიომეცნიერება (Bioscience), როგორც მას ბოლო დროს სულ უფრო ხშირად უწოდებენ, მრავალ დარგს მოიცავს. (დარგობრივი დოკუმენტი შემუშავდა ევრაზიის ფორნდის მიერ დაფინანსებული პროექტისუმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსფარგლებში.)
         მე-8  კლასში ვწავლობთ ბიოლოგიას, კერძოდ, ანატომიას პროგრამის  შინაარსით გათვალისწინებული  საკითხები დაყოფილია 13 თემად (ლოგო1) , რომელიც გადანაწილებულია 27 პარაგრაფში.წიგნს თან ერთვის ფოტოები, სქემები, ცხრილები .

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:




ცოცხალი სამყარო
2





სტანდარტის გათვალისწინებით, რომ გახვიდე მაღალ სააზროვნო უნარებზე , აამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია(რაც რა თქმა უნდა აისახება მოსწავლეთა შედეგებზე),  საჭიროა მასწავლებლის მზაობა თანამედროვე გამოწვევებისადმი.


1.2   პრობლემის იდენტიფიცირება და საკვლევი საკითხის განსაზღვრა

მასწავლებლის    მუდმივი   საზრუნავია როგორ  დაგეგმოს  საინტერესო  გაკვეთილი, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული,მე , როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი, მიუხედავდ იმისა  რომ არა ვარ ახალბედა პედაგოგი , საკუთარ თავს არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას, რადგან არ ჩამოვრჩე თანამედროვე გამოწვევევბს, სხვა შემთხვევაში მოსწავლეები დაკარგავენ ინტერესს საგაკვეთილო პროცესისადმი და ეს აისახება შედეგზეც. სწორედ უკეთესი , მოსწავლეზე მორგებული ახალი მიდგომებით გაჯერებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვამ მიმიყვანა ,ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამდე, კერძოდ,  ჩემი კვლევის ობიექტი არის მე-8 კლასი , სადაც ვასწავლი ბიოლოგიას.იმისთვის რომ (ბიოლ.8.5) მოსწავლემ ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თვისებები  დაახასიათოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ან კონკრეტულად რომელიმე ორგანოს   ანატომია ბოლომდე  უნდა  წარმოისახოს  მის ცნობიერებაში   და შეიქმნას მისი ვიზუალური ხატი, რაც უმეტეს შემთხვევაში სირთულეებთან არის დაკვშირებული, რაც არ უნდა მოსწავლეს განვითარებული ჰქონდეს წარმოსახვის უნარი, რთულია მას შეექმნას ზუსტი  წარმოდგენა იმ ორგანოს სტრუქტურაზე , რომლის შეწავლაც უხდება მას, არც პლაკატები და სქემებია საკმარისი.
         საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა , როგორი უნდა იყოს ბიოლოგიის  თანამედროვე  გაკვეთილები? გაკვეთილები , რომელმაც უნდა აამაღლებს მოსწავლეთა საგნით დაინტერესების მოტივაცია(მოგესხსენბათ,სტატისტიკური მონაცემების თანახად არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და შედეგების მხრივ) . კლასიდან კლასში გადასვლა მუდამ დაკავშირებულია ახალ გამოწვევებთან, ახალი უნარების განვითარებასთან.ეფექტური გაკვეთილი  მხოლოდ ერთ რომელიმე ფაქტორზე როდია დამოკიდებული .კარგად მესმის რომ სასურველი შედეგე მხოლოდ თანმიმდევრული ,გაააზრებული დაგეგმილი აქტივობებით მიიღება, მაგრამ სირთულეს სწორედ შესაბამისი აქტივობების შექმნაა, როდესაც ვამბობ გაკვეთილი უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს აქ ვგულისხმობ იმ თანამედროვე მიდგომების გამოყენებას , რაც დანერგილია ბიოლოგიის სწავლებაში. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებ კვლევაზე დაფუძნებულ სწვლებას, ასევე პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, თუმცა რა მიმართულებითაც  არ უნდა იმუშაო პრობლემა მაინც სწორი რესურსების შერჩევაა, მიუხედავად იმისა  რომ ვიყენებ ვებ-ძიების მეთოდს, მოგეხსენებათ ვებ-ძიება წარმოადგენს მეთოდის/აქტივობის ტიპს, რომელშიც სახელმძღვანელოს ტექსტის მიცემისა ან ლექციის ჩატარების (ანუ ე.წ. “გაკვეთილის ახსნის”) ნაცვლად მასწავლებელი მოსწავლისათვის ქმნის თანმიმდევრული დავალებების სერიას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძიებლად, მოსწავლე კი ამ ინფორმაციას იძიებს ინტერნეტში. ამგვარად, ვებ-ძიება ერთგვარად, კვლევაზე ორიენტირებული აქტივობაა, რომელშიც მოსწავლე ეძებს/იკვლევს საჭირო მასალებს. ვებ-ძიება ჰგავს ყველასთვის ნაცნობ დავალებას - “მოიძიე ინფორმაცია … შესახებ”, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება მისგან, როგორც მიზნისა და ფორმატის, ასევე მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგის მიხედვით. კერძოდ: ვებ-ძიების დროს მოპოვებული ინფორმაცია მთლიანად აღებულია ინტერნეტ-ქსელიდან; აქტივობა ისეა აგებული, რომ ეხმარება მოსწავლეს დროის ეფექტურად გამოყენებაში. ინფორმაციიის ძიებაზე უფრო მეტად ის ფოკუსირებულია მოძიებული ინფორმაციის გამოყენებაზე. ვებ-ძიება ხელს უწყობს მოსწავლეს იაზროვნოს მაღალ სააზროვნო დონეებზე, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება , თუმცა სწორედ აქ იჩინა თავი პრობლემამ, საგნის სწავლება ნიშნავს ასწავლო საგანი ეროვნული სასწავლო გეგემის შესაბამისად , აქედან გამომდინარე ინტერნეტში არსებული ინფორმაცია არ არის მორგებული სტანდარტზე, ასევე სირთულეს წარმოადგენს ასაკობრივი ჯგუფის  გათვალისწინება, ტერმინოლოგია ენობრივი ბარიერი, სწორედ ყოველივე ამან  განაპირობა ჩამეტარებინა კვლევა თუ რა ტიპის რესურსი აამაღლებდა მოსწავლეთა მოტივაციას. აქვე მინდა აღვნიშნო თუ მოსწავლე გარკვეული საპატიო მიზეზების გამო ვერ ესწრება საგაკვეთილო პროცესს ვებ-ძიება ვერ უზრუნველყოფს კლასში დასწავლილი თემის   შესაბამისად  შესწავლას,ამიტომაც  დავიწყე მოსწავლეებთან შეთანხმებით  დავიწყე კითხვარების, ანკეტების, ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების შექმნა, რათა მომეხდინა პრობლემის იდენტიფიცირება და ისეთი რესურსის სექმნა რომელიც მოხერხებული იქნებოდა მრავალი მიმართულებით.
გამოიკვეთა საკვლევი  პრობლემა: მოსწავლის სწავლებაზე და მისი მოტივაციის ამაღლებაზე  ორიენტირებული  თანამედროვე   სასწავლო რესურსის შექმნა  და მისი გამოყენება , როგორც საგაკვეთილო ასევე   დისტანციური სწავლებისას.

ის უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. გამოყენებული იყო სწავლების უახლესი მეთოდები;
2. გარემო ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი შემეცნებითი ინტერესების განვითარებას;
3. უნდა მოხდეს პიროვნული სფეროს მოტივაცია და აქტივიზაცია;
4. მოსწავლეთა ცოდნის დონეზე დაყრდნობით საგნისა და საგანთაშორისი კავშირების დადგენა;
5. სასწავლო პროცესის ყველა ეტაპის ემოციური და ლოგიკური თანმიმდევრობა;
6. სასწავლო რესურსები ეფექტური მოხმარება/გამოყენება;
7. მოსწავლეთა პირადი გამოცდილების დაკავშირება ყოფა-ცხოვრებასთან;
8. მოსწავლეთათვის ცოდნის მიღების წყურვილის გაღვივება;
9. თითოეული გაკვეთილის გულმოდგინე დიაგნოსტიკა, პროგნოზირება, დაგეგმვა/კონსტრუირება.

1.2   პრობლემის  გამომწვევი  მიზეზების  განხილვა
      განათლების სისტემის წინაშე დგას ამოცანა, რომ მოსწავლე  აღჭურვონ ისეთი ცოდნით  და უნარ-ჩვევებით , რომელიც  დაეხმარება  მას  არჩევანის გაკეთებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ,პრობლემის  გადაჭრაში და მუდმივად ცვალებად გარემოსთან მიმართებაში შეძლოს ლავირება. ასევე მოსწავლესა  და გარესამყაროს შორის შედგეს სიმბიოზი. მიუხედსვსდ სწავლების თანამედროვე მიდგომებისა  ,  სადაც მოსწავლე  გაკვეთილის  მსვლელობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას უნდა ღებულობდეს ,  მაინც დაბალია მოტივაცია სწავლების პროცესში  მოსწავლეთა ჩართულობისა.
        ჩემი  მიზანია,  ამ კვლევის ფარგლებში  სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენებით გამოვიკვლიო მე-8  კლასში  ბიოლოგიის  კურსში  , კერძოდ,  ანატომიის  სწავლებისას რა განაპირობებს დაბალ  მოტივაციას მოსწავლეთა მხრიდან.
მოსწავლეებს  როდესაც ასწავლი,  ყოველ ეტაპს  განსხვავებული სპეციფიკა ახლავს, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით მაგ, ასაკით,  კოგნიტური განვითარებით  , კონკრეტული სასწავლო მიზნით  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლებისას უნდა ამოხვიდე კონკრეტული  ინდივიდისა და სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორც პედაგოდმა კარგად ვიცი,  რომ ადამიანები ითვისებენ და იმახსოვრებენ მოსმენის გზით მიღებული ინფორმაციის 20-30%-, წაკითხულის 50%-, 70%- იმისა, რაზეც თავად საუბრობენ და მსჯელობენ. ინფორმაციის ათვისება 90%- აღწევს, თუ ცოდნა კონსტრუირდება მისი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად, აქედან გამომდინარე  საგაკვეთილო პროცესში  ჩავრთე  სწავლების აქტიური მეთოდები, ამ დროს მოგეხსენებათ  მოსწავლე აქტიურ მონაწილეობას იღებს სასწავლო  პროცესში  და ის ბოლომდეა ჩართული(მეტ-ნაკლებად),   მიუხედავად ამისა ოდნავ კი გაუმჯობესდა , მაგრამ მაინც არასაკმარისი დოზით გაიზარდა მათი  მოტივაცია ანატომიის შესწავლის მიმართულებით.
     ყოველი გაკვეთილის გაანალიზების საფუძველზე გადავწყვიტე , მოსწავლეებთან შეთანხმებით  მომეხდინა პრობლემის იდენტიფიცირება. დავსვი კითხვა  რა შემაფერხებელი ბერკეტი მოქმედებდა მათზე ანატომიის შესწავლის პროცესში?  რა იწვევდა დაბალ მოტივაციას ? მოსწავლეებთან შეთანხმებით  შევიმუშავე კითხვარი,  რომლის  ანალიზმაც მომცა შესაძლებლობა გადამედგა შემდეგი ნაბიჯი მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად.აქვე გთავაზობთ  კითხვარს და მისი შდეგების ანალიზს.




1.4   კვლევის  მიზანი

         ,, შეუძლებელია პიროვნებას რაიმე პირდაპირ ასწავლო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი სწავლისათვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ“.   ამერიკელმა ფსიქოლოგმა - კარლ როჯერსმა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბა მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნებული (Student centered learning) სწავლების იდეა, როდესაც სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხდება მოსწავლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება, სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად გამეთვალისწინებინა მათი სურვილები და საჭიროებები,
        ამის დასადგენად მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეთანხმების საფუძველზე ჩავწერე ინტერვიუები (იხ. დანართი1), სადაც ისინი მსჯელობენ თავიანთ ინტერესებზე და მისწრაფებებზე, სწორედ ჩემს პრაქტიკის კვლევაში შესაძლო ინტერვენციები დავგეგმე მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ანუ ჩემი კვლევის მიზანია მოახდინოს მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და ასევე ამ პრობლემის მოგვარების საშუალებები.

თავი II
პრაქტიკული  კვლევის არსი
         პრაქტიკის   კვლევის   მთავარი    ამოცანა  ცვლილებების  განხორციელებაა. მიჩნეულია რომ პრაქტიკის კვლევამ  წვლილი უნდა შეიტანოს .არა მარტო  პრაქტიკაში , არამედ განათლებისა და სწავლების თეორიაშიც ,რომელიც  ხელმისაწვდომია სხვა მასწავლებლებისათვის და ამით საგანმანათლებლო პრაქტიკა უფრო გააზრებული გახადოს  (Elliot 1991: 54).მასწავლებელი ჩაბმულია სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაში, ამიტომაც  მისთვის მცირეოდენი ცვლილებაც კი თვალში საცემია, იქნება ეს რეგრესი, პროგრესი თუ სტაგნაცია. მასწავლებელმა კარგად უნდა გააცნობიეროს რომ პრაქტიკის  კვლევა  ეს არ არის მოსწავლეებზე  ჩატარებული  კვლევა, არამედ მასწავლებელმა უნდა იკვლიოს საკუთარი მუშაობის პროცესი , რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული  მოსწავლეების სწავლების ხარისხი.
ნოფკე და ზეიჩნერი (Noffke and Zeichner 1987) მასწავლებლებთან წარმოებული პრაქტიკის კვლევის თაობაზე შემდეგს ამტკიცებენ:
§  ცვლის პროფესიული უნარებისა და როლების მათეულ განსაზღვრებებს;
§  ზრდის საკუთარი ღირებულებისა და თვითრწმენის გრძნობას;
§  ზრდის საკლასო საკითხების გაცნობიერების ხარისხს;
§  აუმჯობესებს გააზრებისა და მსჯელობისადმი მათ განწყობას;
§  ცვლის მათ ღირებულებებსა და რწმენებს;
§  უფრო შეთანხმებულს ხდის თეორიასა და პრაქტიკას;
§  სწავლების, სასკოლო პროცესისა და საზოგადოების ხედვის უფრო გაშლილ კუთხეს/ფართო დიაპაზონს აძლევს.
პრაქტიკის   კვლევამ   უნდა  გააერთიანოს და იმთავადვე უნდა მოიცვას  პრობლემის დიაგნოსტირება ,   ქმედება  და გააზრება, რაც საბოლოო  ჯამში  ფოკუსირდება და მიმართული იქნება ცვლილებებისაკენ, რა თქმა უნდა ცვლილებების გარეშე  კვლევას აზრი არ ექნება.  ყოველ საკითხში უნდა იგრძნობოდეს პრაქტიკული მიდგომები.  თეორია და პრაქტიკა უნდა ავსებდნენ ერთმანეთს , რადგან პრაქტიკის კვლევაში ადამიანები საკუთარი პრაქტიკის თეორიებად  ქცევით არიან დაკავებული და ეს ყველაფერი  შედეგზე უნდა აისახო

თავი  III  კვლევის დაგეგმვა
3.1  კვლევის  სამიზნე ჯგუფი

კვლევის სამიზნე ჯგუფი  გახლავთ  ალექსანდრე ღურწკაიას  ,,ჯიჯი ‘’ გიმნაზიის   მე-8 კლასი  . სკოლა  აღჭურვილია  უახლესი ტექნოლოგიებით , გააჩნია სასწავლო კვლევითი ლაბორატორიები, რაც    როგორც პედაგოგს,  კიდევ უფრო მიმძაფრებს მეტის კეთების სურვილს, რათა ჩემი მოსწავლეები პასუხობდნენ  არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ სტანდარტს, არამედ  იყვნენ სტანდარტს ზემოთ.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან ჩემთვის როგორც პედაგოგისათვის მიუღებელია ინერტულობა და ზერელე დამოკიდებულება მოსწავლეთა მხრიდან, ამიტომაც   სწორედ მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე დავწყე კვლევა .რა იწვევდა დაბალ მოტივაციას ანატომიის შესწავლისას და რა საჭირო მექანიზმი უნდა ამემუშავებინა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

3.2  კვლევის  მეთოდები
პრაქტიკის კვლევის განხორციელებისას გამოვიყენე  მონაცემთა შეგროვების თვისობრივი   და რაოდენობრივი მეთოდები, როგორიცაა: ინტერვიუ  , ფოკუს ჯგუფი,დახურული და ღია ანკეტირება. რა თქმა უნდა ყოველივე დამეხმარა შემესწავლა მოსწავლეთა ინტერესები, განმესაზღვრა მათი მისწრაფებები და სწორედ აქედან გამომდინარე დამეგეგმა განსახორციელებელი ინტერვენციები , რაც საბოლოო ჯამში მომცემდა საშუალებას ამემაღლებინა მოსწავლეთა სწავლების მოტივაცია და ასევე ყოველივე შესაბამისობაში ყოფილიყო ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან.





3.4  კვლევის  ვადები


დაგეგმილი აქტივობები
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის განსაზღვრა და იდენტიფიცირება









სამოქმედო გეგმის შემუშავება










და კითხვარების შევსება









მონაცემების შეგროვება









მოსწავლეეებთა შეხვედრა  და კითხვარების შევსება









მშობლებთან შეხვედრა და კითხვარის შევსება









პირველადი   მონაცემების ანალიზი









ინტერვენცია









მეორადი მონაცემების შეგროვება









შედეგების ანალიზი









პრეზენტაცია სკოლის დირექციასთან და თანამშრომლებთან












თავი IV

4.1 მონაცემების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი


        მონაცემთა შეგროვების შემდეგ აუცილებელია მათი ანალიზი, მონაცემებში ვგულისხმობთ , როგორც თვისობრივ ასევე რაოდენობრივ მეთოდებს :ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება, დახურული და ღია ანკეტირება.სწორედ ანალიზი იძლევა იმის საშუალებას რომ გაააკეთო ლოგიკური დასკვნები ინტერვენციის განსახორციელებლად .
მონაცემთა ანალიზმა მომცა საშუალება განმესაზღვრა მოსწავლეთა ინტერესები და სწორედ , აქედან გამომდინარე შევიმუშავე სწავლების ის მეთოდები და სტრატეგია , რაც საშუალებას  მომცემდა ამემაღლებინა მოსწავლეთა სწავლების მოტივაცია და გამეუმჯობესებინა სწავლების ხარისხი.
მოსწავლეებმა პრიორიტეტად თავიანთ ინტერესებში გამოკვეეს კომპიუტერტან ურთიერთობა , სწორედ აქედან გამომდინარე დავგეგმე.
ინტერვენციის    ეტაპზე  მოსწავლეებმა  თავად  დაიწყეს  რესსურსების შექმნა და ეს არ გახლავთ მარტივი ერთჯერადი რესურსები  (იხ),გავაძლიერე თანამშრომლობითი  სწავლების სტრატეგიები ( ჯგუფში და წყვილებში მუშაობა).აქვე მინდა აღვნიშნო რომ ყოველივე შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან .
შედეგების ანალიზის საფუძველზე დავგეგმე შემდეგი სახის  ინტერვენციები:
1.      მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს თემები, ეროვნული სასწავლო გეგმიდან ,  რომელთა შესწავლასაც მოისურვებდნენ.
2.      საჭიროების შემთხვევაში იმუშავებდნენ ჯგუფურად ან წყვილებში.რათა გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის და ასევე გაეთვალისწინებინათ ერთმანეთის მიმართ გამოთქმული შენიშვნები.
3.      მუდმივი  კონსულტაციები, ჩემთან ,როგორც ბიოლოგიის პედაგოგთან ,ასევე  ინგლისური და რუსული ენის პედაგოგებთან, რადგან მათ უხდებოდათ უცხოურ ენბეზე  მასალის მოპოვება და დამუშავება, აქვე მინდა აღვნიშნო , რომ კონსულტაციები იყო, როგორც პირისპირ ასევე  სატელეფონო თუ სკაიპ ჩართვების მეშვეობით.


მოგეხსენებათ, სანამ  ინტერვენციას განვახორციელებდი  მოსწავეებთან შეთანხმებით დავგეგმე  ჩამეტერებინა გამოკითხვები, რაც საშუალებას მომცემდა სწორი ნაბიჯების გადადგმაში.ინტერვიუებმა, კითხვარებმა.  ანკეტირებამ შემდეგი სურათი მაჩვენა:

მოსწავლეეებისათვის   გაკვეთილი საინტერესოა, როცა   მასწავლებელი მრავალფეროვან რესურსებს იყენებს 100% ( უმეტესწილად ისტ-ით გამდიდრებულს)
მოსწავლეთა   50% მოსწონს ჯგუფური  მუსაობა , 25% წყვილში მუშაობა, 25% შერეული ტიპის მუშაობა.
მოსწავლეთა      100%  არ მოსწონს , როცა მასწავლებელი საწვლებისას ,მხოლოდ სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება.

მოსწავლეთა    80% თვლის რომ   ანატომიის  შესწავლა ყველაზე რთული პროცესია  ბიოლოგიის ნაწილში.20 % მიაჩნია რომ რთულია , მაგრამ საინტერესო.
მოსწავლეთა 100% ფიქრობს საგანი საინტერესოა , მაშინ როდესაც მყარდება საგანთა შორის კავშირი და ერთი საგნის შესწავლა  გიადვილებს მეორეს დასწავლას..
მოსწავლეთა  80%  ფიქრობს რომ საშინაო დავალებები დამღლელია, 20% პროცენტს მიაჩინია რომ დავალებები აუცილებელია , თუმცა დასძენენ რომ გააჩნია საშინაო დავალების ტიპის.
მოსწავლეთა   100%  ფიქრობს , რომ მთავარი ცოდნაა და არა მიღებული ქულა, თუმცა აღნიშნავენ ქულა ცოდნის შესაბამისი უნდა იყოს.
მოსწავლეთა 100% განაცხადა   რომ  სწავლებისადმი ინტერესი იმატებს , როდესაც ისტით გამდიდრებულ საგაკვეთილო პროცესს თან ერთვის  საპროექტო მიდომა.

ბიოლოგიის   გაკვეთილზე , ჩამოთვლილი  აქტივობებიდან , რომელი აქტივობებია თქვენთვის საინტერესო  ?  20 % პრაქტიკული ცდები , 80%  ისტ-ის გამოყენებით  შექმნილი ახალი პროდუქტების შექმნა.
მოსწავლეებმა  საკუთარი  შეხედულებების დაფიქსირებით  , ჩემთან ერთად დაგეგმეს მომავალი  საგაკვეთილო პროცესი, რა თქმა უნდა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ------------------------------------
აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაბამისობაშიათანამედროვე სწავლების მეთოდებთან,  ასევე მოსწავლეებს ეხმარება საგანთაშორის კავშირების დამყარებაში. მხედველობაში მაქვს უცხოური ენები. მოსწავლეებმა სასწავლო რესურსების შექმნისას დაამუშავეს არა ერთი უცხოური ტერმინოლოგია, კერძოდ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
კონსულტაციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები საგნის პედაგოგები.

შედეგების ანალიზის საფუძველზე დავგეგმე შემდეგი სახის  ინტერვენციები:
1.      მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს თემები, ეროვნული სასწავლო გეგმიდან ,  რომელთა შესწავლასაც მოისურვებდნენ.
2.      საჭიროების შემთხვევაში იმუშავებდნენ ჯგუფურად ან წყვილებში.რათა გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის და ასევე გაეთვალისწინებინათ ერთმანეთის მიმართ გამოთქმული შენიშვნები.
3.      მუდმივი  კონსულტაციები  , ჩემთან ,როგორც ბიოლოგიის პედაგოგთან ,ასევე  ინგლისური და რუსული ენის პედაგოგებთან, რადგან მათ უხდებოდათ უცხოურ ენბეზე  მასალის მოპოვება და დამუშავება, აქვე მინდა აღვნიშნო , რომ კონსულტაციები იყო, როგორც პირისპირ ასევე  სატელეფონო თუ სკაიპ ჩართვების მეშვეობით

4.2  ცვლილებები, მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები

   კვლევის ანალიზმა, კიდევ ერთხელ მიჩვენა და დამარწმუნა რომ ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდებს განსხვავებული მოთხოვნები და ინტერესი გააჩნიათ.  რასაც მხოლოდ სახელმძღვანელო ვერ უზრუნველყოფს, რეკომენდაციის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად უნდა ჩატარდეს მოსწავლეთა გამოკითხვა რათა, არ მოხდეს მათი გაუცხოება და ინერტული დამოკიდებულების დაფიქსირება სასწავლო პროცესის მიმართ, ამავე დროს მსგავსი გამოკითხვები მათ უვითარებთ ჯანსაღი კრიტიკის უნარს.
 მოსწავლეებმა , ინტერვეციის შემდეგ, მართლაც არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს. მათ მიერ შექმნილმა სასწავლო რესურსმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არ არის ერთჯერადი გამოყებენის რესურსი, ეს გახლავთ პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ მოსწავლეს გაუადვილებს ანატომიის დასწავლას.  მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ კვლევის ნაკლოვანებად  შეიძლება ჩაითვალოს ის რომ კლასი არის მცირერიცხოვანი, ამიტომაც ვერ ვიტყვი რამდენად გაამართლებს ეს მიდგომა.

                                   დასკვნა


        რას ემსახურებოდა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა? კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა ემსახურებოდა მოსწავლეებში სწავლების მოტივაციის ამაღლებას. განხორციელებულმა ინტერვენციებმა დადებითი შედეგი გამოიღო, სწავლების ინოვაციურმა მეთოდმა, როდესაც მოსწავლე თავად ქმნის პროდუქტს შედეგი მართლაც თვალში საცემი გახდა. ეს აისახა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც.
         კვლევისას შევიმუშავე, რეკომენდაციები, რომლები დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში და ვფიქრობ, სწორედ ას მეთოდები დამეხმარება გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, ასევე ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი გამოქდგებათ ცემს კოლეგებსაც მოსწავლეთა სწავლებაზე ორიენტირებული სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში.


ბიბლიოგრაფია

1.ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვიტარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი’’ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვიტარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/upliads/pdf_dokuments/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.ლობჟანიძე.,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები’’ ინტერჟურნალი ,,მასწავლებელი’’2012 წლის 3 მაისი. http://maswavlebeli.ge/?p=281
3.გიორგაძე მიხ.,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?’’/ციფრული რესურსი
4.ზურაბიშვილი თ. ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში’’; მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ
5.წულაძე ლ. ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში’’თბ.
2008.
http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis-saxelomzgv.pdf
6.გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა.
ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915

დანართი  №1

მოგესალმებით!
  მოსწავლეებო, თქვენი მოტივაციიისა და სწავლების ხარისხის  გასაუმჯობესებლად ვატარებ პრაქტიკის კვლევას, თუ  რა განაპირობებს სწავლისა და დასწავლის  დაბალ მოტივაციას   მე-8 კლასში  ანატომიის შესწავლისას.  თქვეენი,როგორც მოსწავლეების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია  პროექტის წარმატებისათვის. . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
    თანახმა  ხართ ითანამშრომლოთ:
ა) დიახ
ბ) არა
                                                      
1.გაკვეთილი  საინტერესოა,მაშინ როცა
ა)მასწავლებელი მინი-ლექციის სახით გვაწვდის ახალ მასალას
ბ)მასწავლებელი ისტ-ით გაჯერებული მასალის საშუალებით ხსნის გაკვეთილს.
2.  საგაკვეთილო პროცესი მომწონს , როცა ვმუშაობთ
  ა.)  ჯგუფურად
  ბ) წყვილში
  გ)  შერეული სახის აქტივობები

3.  მოგწონთ ,როდესაც მასწავლებელი გაკვეთილის ახსნისას მხოლოდ სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება.
     ა)დიახ 
     ბ) არა 

4. მიგაჩნიათ  რომ ანატომია ყველაზე რთული ნაწილია ბიოლოგიის სწავლებისას
ა)  დიახ 
ბ)  არა
5. საგანი მაშინ არის საინტერესო , როდესაც
ა)  კავშირი მყარდება სხვა საგნებთან (ინტეგრაცია )
ბ)  საგანი მხოლოდ ვიწრო სპექტრში განიხილება.

6. აქვს თუ არა გადამყყვეტი მნიშვნელობა საგნის სწავლისას მიღებულ შეფასებას ქულას
    ა)  დიახ 
    ბ)  არა
    გ) ქულა ცოდნის შესაბამისი უნდა იყოს

  7. რა აღძრავს თქვენში სწავლის ინტერესს
   ა) ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები
   ბ)პროექტული მიდგომა სწავლებისადმი

  8.ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩატარებული გაკვეთილებიდან , რომელი აქტივობა არის თქვენთვის საინტერესო
ა) პრაქტიკული ცდები
ბ) ისტ-ის გამოყენებით შექმნილი პროდუქტები
  9. რას აკეთებ ავისუფალ დროს
  ა)  ვკითხულობ
  ბ) ვუსმენ მუსიკას
  გ) სპორტით ვარ დაკავებული
   დ) კომპიუტერთან ვზივარ
9        რა სახის საგაკვეთილო პროცესს ისურვებდით ანატომიის სწავლებისას ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                           პატივისცემით ,  ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე.


დანართი  2

მოგესალმებით!
  მშობლებო, თქვენი შვილების მოტივაციისა და სწავლების ხარისხის  გასაუმჯობესებლად ვატარებ პრაქტიკის კვლევას, თუ  რა განაპირობებს სწავლისა და დასწავლის  დაბალ მოტივაციას   მე-8 კლასში  ანატომიის შესწავლისას.  თქვეენი,როგორც მშობლების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია  პროექტის წარმატებისათვის. . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
    თანახმა  ხართ ითანამშრომლოთ:
ა) დიახ
ბ) არა
1.      იცნობთ თუ არა თქვენი  შვილის საგაკვეთილო ცხრილს?
ა) დიახ      ბ)  არა

2.      ხშირად მოგმართავთ  გაკვეთილის მომზადების დროს დახმარებისათვის?
ა) დიახ  ბ) არა 

3.      თქვენი აზრით, რა განაპირობებს ანატომიის შესწავლისას  დაბალ მოტივაციას?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.      რა სახის ცვლილებები შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა ამ მიმართულებით?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


                                          პატივისცემით ,  ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე







დანართიი№3


მოგესალმებით!

მშობლებო, თქვენი შვილების მოტივაციისა და სწავლების ხარისხის  გასაუმჯობესებლად ვატარებ პრაქტიკის კვლევას, თუ  რა განაპირობებს სწავლისა და დასწავლის  დაბალ მოტივაციას   მე-8 კლასში  ანატომიის შესწავლისას.  თქვეენი,როგორც მშობლების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია  პროექტის წარმატებისათვის. . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.      რა შეიცვალა ამ სამი თვის მანძილზე თქვენი შვილის საგაკვეთილო პროცესში  , კერძოდ  , ანატომიის შესწავლისას?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.      რას იტყოდით განხორციელებული ცვლილებების შესახებ?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



                                        პატივისცემით ,  ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე.





დანართი №4
მოგესალმებით!
  მოსწავლეებო, თქვენი მოტივაციიისა და სწავლების ხარისხის  გასაუმჯობესებლად ვატარებ პრაქტიკის კვლევას, თუ  რა განაპირობებს სწავლისა და დასწავლის  დაბალ მოტივაციას   მე-8 კლასში  ანატომიის შესწავლისას.  თქვეენი,როგორც მოსწავლეების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია  პროექტის წარმატებისათვის. . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1. რა   შეიცვალა პედაგოგთან ერთად     დაგეგმილი საგაკვეთილო  პროცესის შემდეგ?
ა)        არაფერი   ბ) გაგვეზარდა  მოტივაცია 


2        თქვენი აზრით , რამ განაპირობა  თქვენი მოტივაციის ამაღლება?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3        გაუმჯობესდა თუ არა საგნის დასწავლის ხარისხი?
ა) დიახ    ბ)  არა

4        ასიახა თუ არა ყოველეივე   თქვენს აკადემიურ მოსწრებაზე?
ა) დიახ             ბ)  არა  
5        საგნის პედაგოგთან ერთად  თუ იყვნენ თქვენი მშობლებიც ჩართულები ამ პრიცესში?
6        ა) დიახ  ბ)  არა


რას  დაწერდით  შენიშვნის სახით:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                       

                                                   პატივისცემით ,  ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე.

       


ნინო ჭიჭინაძე -cv