воскресенье, 26 мая 2019 г.

შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში ბიოლოგიაში კლასი-VIII


შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში ბიოლოგიაში
კლასი-VIII
თემა-სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა

კავშირი სტანდარტთან:

შედეგი--ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებანი;
ბიოლ.5.3.აკავშირებს სუნთქვის, საჭმლის მომნელებელ დასისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემებს.

ინდიკატორები:აღწერს ორგანოთა თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებს;
 აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს.

შენიშვნა :თითოეულ  ტესტურ დავალებასთან ფრჩხილებში მითითებულია შეფასების მაქსიმალური ქულა

ტესტური დავალებები:
1(1).სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა უბანზე სისხლის მოძრაობის სიჩქარე განსხვავებულია. ის ყველაზე დაბალია:
ა)ქვედა ღრუ ვენაში        ბ)კაპილარებში   გ)ფილტვის ვენაში   დ)თირკმლის ვენაში
2(1).გულის რომელ განყოფილებაში ვითარდება ყველაზე მაღალი წნევა?
ა)მარცხენა წინაგულში  ბ)მარცხენა  პარკუჭში  გ)მარჯვენა წინაგულში
3(1).ჩამოთვლილთაგან რომელ სისხლძარღვში მიედინება ვენური სისხლი?
I--ქვედა ღრუ ვენაში     II--ფილტვის ვენაში    III-ფილტვის არტერიაში

  ა)მხოლოდ  I ;          ბ)  I  და  II;                გ)  I  და  III;                დ)  II და III

4(1).რომელ სისხლძარღვებს აქვთ სარქველები?                                   

I--არტერიებს                             II --ვენებს                               III--კაპილარებს


ა)მხოლოდ    I  ;                ბ)მხოლოდ  II  ;       გ)მხოლოდ III ;       დ)II    და     III

5(1) სად იწყება (I)   და სად მთავრდება (II) სისხლის მიმოქცევის მცირე წრე?
ა) I-მარცხენა წინაგულიდან,  II-მარჯვენა პარკუჭთან
ბ) I-მარცხენა პარკუჭიდან,     II-მარჯვენა წინაგულთან
გ) I-მარჯვენა პარკუჭიდან,     II-მარცხენა წინაგულთან
დ)I-მარჯვენა წინაგულიდან,  II-მარცხენა პარკუჭთან

6(1).რა განაპირობებს გულის მუშაობის შეგუებას გარემო პირობების ცვლილებებთან?
I- გულის ავტომატია              II-ნერვული რეგულაცია         III-ჰუმორული რეგულაცია
ა)მხოლოდ    I       ბ)მხოლოდ    II       გ)მხოლოდ  III           დ) II         და  III

7(2)რატომ აქვს კაპილარს, არტერიებისა და ვენებისაგან განსხვავებით, ერთშრიანი ეპითელური უჯრედებისგან აგებული კედელი?


პასუხი:







8(1).     ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში სად წარმოიქმნება (I)    და
                  სად იშლება( II)   ერითროციტები?





9(თითოეულ სწორად  შევსებულ გრაფაში 0,5 ქულა, ჯამურად 5 ქულა).
ჩამონათვალიდან (ა-დ) შეარჩიეთ სწორი პასუხები კითხვებზე (I-X):
ა.არტერია;    ბ.ვენა;  გ.კაპილარი;  დ.აორტა; 




I.ყველაზე წვრილი სისხლძარღვი; II სისხლი გულიდან გამოაქვთ; III ერთშრიანი ეპითელური უჯრედებისგან შედგება; IV.კედელი თხელი და რბილია; V შეიგრძნობა პულსაცია;                                           VI ნემსის ჩხვლეტითაც გამოედინება სისხლი;   VII  ყველაზე სქელკედლიანი სისხლძარღვია;                              VIII სისხლი გულისკენ მიაქვს;  IX მკვრივი კედელი აქვს;X ხდება ნივთიერებათა ცვლა სისხლსა და ქსოვილებს შორის.


10(3)ვენებს შიგნითა კედელზე ჯიბის ფორმის სარქველები აქვს, არტერიებს ისინი არ გააჩნია. რატომ?
პასუხი:



   შეფასება: სულ  10 ტესტური დავალება. მაქსიმალური ქულა 17. ქულა გამოითვლბა შემდეგი ფორმულით: მოსწავლის მიერ დაგროვილი ქულა X10/17 სწორი პასუხები:

პასუხები:
1-ბ                         
2-ბ
3-გ
4-ბ
5-გ
6-დ
8-დ
9.









შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი







Комментариев нет:

Отправить комментарий

ნინო ჭიჭინაძე -cv