воскресенье, 26 мая 2019 г.

შემაჯამებელი ტესტური დავალება, კლასი-VIII


შემაჯამებელი ტესტური დავალება
საგანი-ბიოლოგია
კლასი-VIII
თემა-საჭმლის მომნელებელი სისტემა
კავშირი სტანდარტთან;

შედეგი-ბიოლ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებანი;
ბიოლ. VIII.5.3აკავშირებს ცალკეულ ორგანოს ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს
.
მიზანი:რამდენად იცის მოსწავლემ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია; რამდენად აკავშირებს მის ცალკეულ ორგანოს  ორგანოთა სისტემასთან და იცნობს მათ ფუნქციებს.

შენიშვნა:  თითოეულ ტესტურ დავალებასთან ფრჩხილებში მითითებულია შეფასების მაქსიმალური ქულა.

ტესტური დავალებები:
1(1). პირველად რომელორგანოში გაივლის ნაწლავებიდან გამოსული სისხლი?
ა)ღვიძლში
ბ)თირკმელში
გ)გულში
დ)ფილტვში

2(1).ადამიანის მსხვილ ნაწლავში მიმდინარეობს:
I-ცილიც ნარჩენების ლპობა
II-ვიტამინების სინთეზი
III-წყლის შეწოვა
ა)მხოლოდ  I და II
ბ)მხოლოდ   I და III            გ)I, II და III

3(1). რომელი ნივთიერებების დაშლა გრძელდება საყლაპავ მილში?
ა)ცილების
ბ)ნახშირწყლების
გ)ცხიმების
დ)ნუკლეინი მჟავების

4(1).ჩამოთვლილი კუნთებიდან რომელი იკუმშება ყველაზე ნელა?
ა)გულის
ბ)დიაფრაგმა
გ)მიმიკური
დ)კუჭის

5(1).საჭმლის მომნელებელ არხში ფერმენტების მოქმედებით ცხიმები იშლება შემდეგ ნივთიერებებამდე:
ა) ნახშირორჟანგამდე და წყლამდე
ბ)გლიცერინამდე და ცხიმოვან მჟავამდე
გ)ნახშირორჟანგამდე და ცხიმოვან მჟავამდე
დ)გლიცერინამდე და წყლამდე

6(1).რომელი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი სეკრეტი შეიცავს ცილის დამშლელ ფერმენტებს?
ა)ღვიძლის                    ბ)პანკრეასის     გ)ყბაყურის      გ)ენისქვეშა ჯირკვლის

7(1).რომელ ორგანოში იშლება ცხიმები?
I-პირის ღრუში      II-კუჭში     III-თორმეტგოჯა ნაწლავში
ა)მხოლოდ I და II                      გ)მხოლოდ I და III
ბ)მხოლოდ II და III                   დ)I, II და III
8(1).ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან ამოიწერეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც შეიწოვება უცვლელად საჭმლის მომნელებელ სისტემაში?
1)ცილები, 2)გლუკოზა, 3)ამინომჟავები, 4)ვიტამინები, 5)ცხიმები, 6)სახამებელი
პასუხი:

9(ჰორიზონტალურად სწორად შევსებულ თითოეულ სტრიქონზე 1 ქულა, სულ 4 ქულა).
იპოვეთ შესაბამისობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებსა და მათში მიმდინარე პროცესებს შორის და ცხრილის შესაბამის უბანში დასვით ნიშანი  ,,X.

1.პირის ღრუ                                                    ა)ემულგირდება ცხიმები
2.კუჭი                                                                ბ)მოქმედებას იწყებენ პროტეაზები
3.თორმეტგოჯა ნაწლავი                                გ)წარმოიქმნება ზოგიერთი ვიტამინი
4.მსხვილი ნაწლავი                                         დ)იწყება ნახშირწყლების დაშლა
                                                                             ე)შეიწოვება დიდი რაოდენობით წყალი
                                                                             ვ)მოქმედებას იწყებს ლიპაზა





10.(თითოეულ სწორად შევსებულ პასუხზე 0,5 ქულა. სულ 5 ქულა)
ჩამონათვალიდან (ა-კ) შეარჩიეთ სწორი და ამომწურავი პასუხები კითხვებზე (1-10);

ა.საყლაპავი;    ბ.აპენდიქსი;    გ.კუჭი;   დ.ღვიძლი;    ე.წვრილი ნაწლავი;    ვ.ბრმა ნაწლავი;  ზ.სწორი ნაწლავი;   თ.თორმეტგოჯა ნაწლავი;  ი.კუჭქვეშა ჯირკვალი;
კ.მსხვილი ნაწლავი
1.ყველაზე დიდი ჯირკვალი;
2.მსხვილი ნაწლავის დასაწყისი;
3.ყველაზე გრძელი ორგანო;
4.კუჭის მომდევნო განყოფილება;
5.ნალის ფორმის ნაწლავი;
6. გამოიმუშავებს ნაღველს;
7.ატარებს საკვებს კუჭისკენ;
8. ასრულებს საკვების ორგანულ ნაერთთა დაშლას;
9.ასრულებს დაშლილ ორგანულ ნაერთთა შეწოვას;
10.ბაქტერია ,,ნაწლავის ჩხირის’’ ადგილსამყოფელი;





   შეფასება: სულ  10 ტესტური დავალება. მაქსიმალური ქულა 17. ქულა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: მოსწავლის მიერ დაგროვილი ქულა X10/17 სწორი პასუხები:

1--დ
2--დ
3--გ
4--დ
5--გ
6—ბ
7--გ
8—2)გლუკოზა, 3)ამინომჟავები;  4)ვიტამინები

9.



10.



შეფასების რუბრიკა:




შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი


მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებანი; (1 ქულა)
აკავშირებს ცალკეულ ორგანოს ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს. (1 ქულა)
ადგენს შესაბამისობას ცალკეულ ორგანოსთან და მის ფუნქციებთან
(4 ქულა)
ადგენს შესაბამისობას ცალკეულ ორგანოსთან და მის ფუნქციებთან
(4 ქულა)
#1;#2;#3;#4;#5;#6;
#7  #8
#9
#10


Комментариев нет:

Отправить комментарий

ნინო ჭიჭინაძე -cv