понедельник, 11 февраля 2019 г.
ჯიჯი გიმნაზია. 2019 წლის 2 თებერვალი; შაბათი. ეს დღე მეტად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა ჯიჯიელებისთვის. კულინარიის გაკვეთილზე გოგონებმა დააცხვეს ხაჭაპურები, ხოლო უკვე დაოსტატებულმა ბიჭებმა მწვადების სასიამოვნო სურნელი დააყენეს. მომღერალმა გოგონებმა კი სასიამოვნოდ უმღერეს ქართულ ვაზს.სოსო სოსელიამ და ნიკა ბოხუამ თანატოლებს ვაზის ჯიშებსა და ქართულ ღვინოზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოუდგინეს.
среда, 4 апреля 2018 г.
вторник, 3 апреля 2018 г.
სამოდელო/ინოვაციური გაკვეთილი გაკვეთილი ბიოლოგიაში VIII კლასში. თემა ,,სმენის ანალიზატორის აგებულება და ფუნქციები''
понедельник, 5 февраля 2018 г.
ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიაში #1
მეგობრებო!
ამ სლაიდშოუში შეტანილია სლაიდების კრებული, რომელშიც ხაზი გასმულია სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელ და სუნთქვის ორგანოთა სისტემის შეთანხმებულ მუშაობასთან. იგი გამოადგება მერვე კლასის პედაგოგებს სამივე ორგანოთა სისტემის ცალ-ცალკე შესწავლის დროსაც.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის ინტეგრირებაშიც. კერძოდ, მოსწავლეებში,გაზთა ცვლაში წნევისა და დიფუზიის მონაწილეობის გააზრებაში. გისურვებთ წარმატებებს.
вторник, 30 января 2018 г.
სასწავლო პროექტი: გენური ინჟინერია
,,ისწავლე და ასწავლე ჯიჯიში'' პროექტის ფარგლებში ჯიჯი გიმნაზიის მეთერთმეტე კლასელებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად განიხილეს გენური იჟინერიის თანამედროვე მიღწევები, დისკუსია აღნიშნულ საკითხებზე საინტერესოდ წარიმართა.
სასწავლო პროექტი: საჭმლის მონელება, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
,,ისწავლე და ასწავლე ჯიჯიში" პროექტის ფარგლებში მერვეკლასელებმა წარმოადგინეს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრეზენტაციები . ისინი ძალიან საინტერესოდ წარსდგნენ გიმნაზიის სხვა კლასების მოსწავლეებისა ამავე გიმნაზიის მასწავლებლების წინაშე. პრეზენტაციებს მოყვა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმი. მსგავსი პრეზენტაციების გაკეთებისა და აუდიტორიის წინაშე წარდგენის სურვილი გიმნაზიის სხვა მოსწავლეებმაც გამოთქვეს. პროექტმა მიზანს (აამაღლოს ბიოლოგის სწავლების მოტივაცია) მიაღწია.
вторник, 23 января 2018 г.
ვიდეო რესურსი: კბილის ანატომია
ეს ვიდეორესურსი ჩემს მიერაა შექმნილი. ის დაეხმარება კბილის ანატომიით დაინტერესებულ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, ბიოლოგიის მასწავლებლებს, ნებისმიერ ადამიანს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ნინო ჭიჭინაძე -cv
-
შემაჯამებელი ტესტური დავალება საგანი-ბიოლოგია კლასი- VIII თემა-საჭმლის მომნელებელი სისტემა კავშირი სტანდარტთან; შედეგი- ბიოლ. ...
-
შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში ბიოლოგიაში კლასი- VIII თემა -სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა კავშირი სტანდარტთან: შ...








