воскресенье, 26 мая 2019 г.

შემაჯამებელი ტესტური დავალება ბიოლოგიაში, თემა-ორგანიზმთა გამრავლება


შემაჯამებელი ტესტური დავალება ბიოლოგიაში
კლასი-X
თემა-ორგანიზმთა გამრავლება და განვითარება

კავშირი სტანდარტთან:
შედეგი--ბიოლ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

ინდიკატორები:ადარებს ერთმანეთს უსქესო და სქესობრივი გამრავლების ფორმებს და მსჯელობს თითოეულის დროს მემკვიდრეობისთვის გენეტიკური მასალის თავისებურებაზე;
ადარებს მეიოზისა და განაყოფიერების საბოლოო შედეგებს((გენეტიკური მასალის განახევრება/გამთლიანება) ;
იყენებს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომების და მათი უბნების განაწილებას გენეტიკურ ცვალებადობასთან.
იყენებს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში.


1(1)ილუსტრაციაზე მოცემულია ერთი და იგივე ქრომოსომა მიტოზის სხვადასხვა ფაზაში,



განსაზღვრეთ, უჯრედის გაყოფის რომელ ფაზას შეესაბამება ქრომოსომის A და B მდგომარეობა.




2(1).სქემაზე მოცემულია ორგანიზმის განვითარების სტადიები, განსაზღვრეთ, რომელი პროცესებია აღნიშნული ციფრებით 1,2 და 3?







3(1).მეიოზის რომელ ფაზაში ხდება ჰომოლოგიურ ქრომოსომათა კროსინგოვერი და კონიუგაცია?

ა)პროფაზა I  -ში         გ)მეტაფაზა I-ში
ბ)პროფაზა II-ში          დ)მეტაფაზა  II-ში

4(1).ატმის ყვავილში პირველი მეიოზური გაყოფის ბოლოს ჩამოყალიბებულ ბირთვში დნმ-ის 16  მოლეკულაა. დნმ-ის რამდენ მოლეკულას შეიცავს საწყისი სასქესო უჯრედის ბირთვი(I) და სპერმიის ბირთვი(II)?



5(1).მიტოზის რომელ ფაზაში შედგება ქრომოსომა ერთი ქრომატიდისგან?

ა)პროფაზასა და მეტაფაზაში             ბ)მეტაფაზასა და ანაფაზაში
გ)ანაფაზასა და ტელოფაზაში            დ)ტელოფაზასა და პროფაზაში

6(1).უჯრედული ციკლის რომელ ფაზაში ეხვევა ქრომოსომა სპირალურად და მოკლდება?

ა)ინტერფაზაში  ბ)პროფაზაში  გ)მეტაფაზაში   დ)ანაფაზაში

7(1).რა საერთო ნიშანი აქვს ყველა სომატურ უჯრედს?

I-ქრომოსომათა დიპლოიდური რაოდენობა
II-ერთნაირი აგებულება და ფუნქცია
III-მიტოზური გაყოფა
ა)მხოლოდI         ბ)მხოლოდ II        გ)  I   და II           დ)  I   და III

8(1).მიტოზის რომელ ფაზაში იწყება ბირთვის ჩამოყალიბება?

 ა)პროფაზაში    ბ)ანაფაზაში   გ)მეტაფაზაში   დ)ტელოფაზაში

9(1).მეიოზური გაყოფის რომელ სტადიაზე ხდება ქრომოსომების გადაჯვარედინება?

ა)I  გაყოფის პროფაზაში                                   ბ)II გაყოფის პროფაზაში
გ)I  გაყოფის მეტაფაზაში                                 დ)II გაყოფის მეტაფაზაში


10(1).მიტოზის გზით წარმოიქმნება:


I – ზიგოტა II – ბლასტულა III – გასტრულა
ა) მხოლოდ I და II ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III დ) I, II და II

11(1).ჩამოთვლილთაგან რომელ ფაზაში მოქმედებენ გენები აქტიურად?

ა)ტელოფაზაში  ბ)პროფაზაში  გ)მეტაფაზაში დ)ინტერფაზაში

12( თითოეულ  შეკითხვაზე სწორად გაცემული პასუხი 1 ქულა, ჯამში 5 ქულა)
უჯრედული ციკლის რომელ ფაზაში :

1.იშლება ბირთვის გარსი და ქრომოსომები გადადიან ციტოპლაზმაში?
2.იხსნება ცენტრომერი და რა როლს ასრულებს ის?
3.შორდებიან ერთმანეთს ერთი ქრომოსომის ქრომატიდები?
4.ორმაგდება დნმ?
5.იქცევიან ქრომატიდები დამოუკიდებელ ქრომოსომებად?

13(თითოეულ შეკითხვაზე სწორად გაცემული პასუხი 1 ქულა, სულ 2 ქულა)

1.დაასახელეთ ცხოველის სასქესო ჯირკვლის ზონები.
2.რა პროცესები მიმდინარეობს თითოეულ მათგანში?

პასუხი:








14.(1).ადამიანის გამრავლების რომელ ორგანოში მიმდინარეობს ილუსტრაციაზე მოცემული პროცესი?



ა)საკვერცხეში   ბ)კვერცხსავალში  გ)საშვილოსნოში     დ)საშოში


15(1).გადაიწერე რვეულში და ჩასვი გამოტოვებული ფრაზები:

ტელოფაზას შებრუნებულ პროფაზას უწოდებენ, რადგან მიტოზის ამ ფაზის დროს ხდება
---------------- ----- გარსის წარმოქმნა. --------------------------დესპირალიზდებიან, თითისტარის ძაფები-------------------------------------.





პასუხები:
1-დ      7-დ            
2-დ      8-დ
3-ა        9-ა
4-ბ       10-გ
5-გ       11-დ
6-ბ       14-

12 pasuxi:

1. birTvis garsi iSleba profazaSi.
2. centromeri akavSirebs erTmaneTTan wyvil qromatidebs. agreTve mas
emagreba TiTistaras Zafebi. centromeri ixsneba anafazaSi dros.
3. anafazaSi dros, erTmaneTs Sordebian wyvili qromatidebi.
4. dnm-s gaormageba xdeba interfazaSi.
5. anafazaSi TiToeuli qromatida qromosomas warmoadgens



13 pasuxi:
1. gamravlebis, zrdis, momwifebis.
2. gamravlebis zonaSi _ mitozi, zrdis zonaSi _ zrda, momwifebis
zonaSi _ meiozi.


15(1).გადაიწერე რვეულში და ჩასვი გამოტოვებული ფრაზები:
ტელოფაზას შებრუნებულ პროფაზას უწოდებენ, რადგან მიტოზის ამ ფაზის დროს ხდება
ბირთვის  გარსის წარმოქმნა. ქრომოსომები დესპირალიზდებიან, თითისტარის ძაფები ქრება.






შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი



Комментариев нет:

Отправить комментарий

ნინო ჭიჭინაძე -cv